სლოვაკეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და ავსტრიის საბაჟო ადმინისტრაციების დელეგაციები “წითელ ხიდზე” იმყოფებოდნენ
სლოვაკეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და ავსტრიის საბაჟო ადმინისტრაციების დელეგაციები “წითელ ხიდზე” იმყოფებოდნენ
15:13 13.10.2017
სლოვაკეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ავსტრიის საბაჟო ადმინისტრაციების დელეგაციების წევრებმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელ ხიდი“ დაათვალიერეს და საბაჟო პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებისა და საგადასახადო დირექტორატების წარმომადგენლები საქართველოს 11-13 ოქტომბერს, თბილისში გამართული, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათი წევრი სახელმწიფოების, ასევე საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული, საბაჟო ქვე-კომიტეტის ფარგლებში არსებული ,,პროექტის ჯგუფის“ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ეწვივნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეტაპობრივი დაახლოების შედეგები. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის ახალ საბაჟო კოდექსთან დაახლოების პროცესის მიმდინარეობასა და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიულ გეგმებზე.

ბეჭდვა