საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,ლაგოდეხი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სამი აზერბაიჯანის მოქალაქისა და ერთი საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრასპორტო საშუალებების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერებები ოპიუმი (2,9 გრ.) და მარიხუანა (3,38 გრ.) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
