პრემიერმა ლადო ჭანტურიას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევა მიულოცა
პრემიერმა ლადო ჭანტურიას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევა მიულოცა
09:53 11.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლადო ჭანტურიას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ულოცავს. პრემიერი იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას საქმიანობა კიდევ უფრო ცხადყოფს დასავლური ღირებულებებისადმი ქვეყნის ერთგულებას.

“მან თავისი ცოდნით, გამოცდილებით და რეპუტაციით დამსახურებულად მოიპოვა ეს მაღალი სტატუსი.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კანდიდატს, ვინც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
სასიხარულოა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში.
მჯერა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას საქმიანობა კიდევ უფრო ცხადყოფს დასავლური ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებას.
ვუსურვებ ბატონ ლადოს წარმატებებს ამ უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეში“-ნათქვამია მისალოც წერილში.

ბეჭდვა