დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავეს
დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავეს
12:34 10.10.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 14 ივნისიდან ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ძებნილი, 1992 წელს დაბადებული ბ.კ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდიანრე წლის 14 ივნისს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მოქალაქე დავით როსტომაშვილზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა.

ბ.კ.-მ, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, გაქცევა მოახერხა.

ამჟამად, დაკავებული ბ.კ. მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.

ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ასევე, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ. ქ. და 1988 წელს დაბადებული ა.ა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს.



ბეჭდვა