შემოსავლების სამსახურმა დახერხილი ხე-ტყის მასალის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა
შემოსავლების სამსახურმა დახერხილი ხე-ტყის მასალის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა
17:28 09.10.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, ერთ-ერთი ფიზიკური პირის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის, 4,7მ3 დახერხილი ხე-ტყის მასალის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 2350 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, ჩამორთმევა საქონელი და ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით შეეფარდა.


ბეჭდვა