ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას ქვემდებარე, უაქციზო (9880 ღერი) სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
