მამა გიორგი მამალაძის ძმის ოჯახში უცნობი პირი შევიდა. შემთხვევა დღეს გამთენიისას
მოხდა.
დეკანოზის ძმის განცხადებით, უცნობმა პირმა მას იმის შესახებ კითხა, იყო თუ არა ის ნამდვილად გიორგი მამალაძის ძმა და ამასთანავე, თანხაც მოსთხოვა.
„6-ის ნახევარი იქნებოდა, როდესაც უცნობმა პირმა კარზე დააკაკუნა. პირდაპირ მკითხა, გიორგი მამალაძის ძმა ხარო და კი-მეთქი. ხელი მომკიდა და თანხა მომთხოვა, მაგრამ მე სახლიდან გავიქეცი. თანხის კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია“-განაცხადა მალხაზ მამალაძემ.
