28 წლის მამაკაცი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს
28 წლის მამაკაცი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს
12:11 09.10.2017
გურიაში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს. გასროლა მაშინ მოხდა, როდესაც 28 წლის ახალგაზრდამ ეზოს შესასვლელთან მანქანა გააჩერა.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცს 10-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მხულით მიმდინარეობს.

„ღამით მოეპარნენ და ესროლეს. 9 ტყვია ერთად მოხვდა. სამეზობლოში ჰქონდა უთანხმოება და ამის გამო, მას აკრძალული ჰქონდა აქ ცხოვრება. მერე ისევ შეთანხმდნენ ერთმანეთში და კარგად იყვნენ. ჩემი აზრით, სწორედ ამის გამო „დაალაგეს“ ურთიერთობა, რომ ეს გაეკეთებინათ. ეს ბავშვი იყო ძალიან ჭკვიანი, არავის ცუდს არ უკეთებდა“-განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

ბეჭდვა