საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ -
სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, სამი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა პირმა, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, რომლის თანახმად, მან ერთ - ერთ კომპანიას 498 000 ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურება გაუწია. ხოლო მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა პირებმა, საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით, 151 810 ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიურ მიწოდებაზე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4-დან 7-წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
