პირი, რომელმაც დედა 14 წლის შვილიშვილის თანდასწრებით სცემა და ბლაგვი საგნებით დაზიანებები მიაყენა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პირი, რომელმაც დედა 14 წლის შვილიშვილის თანდასწრებით სცემა და ბლაგვი საგნებით დაზიანებები მიაყენა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო
17:32 06.10.2017
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ვ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნულის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 21:20 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.კ.-მ ქ.გარდაბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 14 წლის შვილიშვილის თანდასწრებით დედას სცემა და ბლაგვი საგნებით დაზიანებები მიაყენა. ვ.კ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ვ.კ. პირველ აგვისტოს ქ. გარდაბანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ემუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ვ.კ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“-ნათქვამია განცხადებაში.


ბეჭდვა