შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში მომხდარი
ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელები მოინახულა.
მინისტრი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება კუმურდოში გუშინ მოხდა. ერთმანეთს ადგილობრივების ნაწილი და პოლიცია მეათე საუკუნის იმ ტაძრის ეზოში დაუპირისპირდა, რომლის რესტავრაციასაც ადგილობრივების ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება. მათ ტაძრის ეზოში შეჭრა სცადეს, თუმცა ამის საშუალება დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს, რომლებიც ტერიტორიას იცავენ.
ქართული ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და მისი რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო.
