"სარფში" დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
 "სარფში" დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
15:58 04.10.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ნ.მ-ს, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 554.15 გრამი) აღმოაჩინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 32,850 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბეჭდვა