საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სანახშირე ორმოების დემონტაჟი მოახდინეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სანახშირე ორმოების დემონტაჟი მოახდინეს
09:40 04.10.2017
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 8 ერთეული სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გიორგიწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ფუნქციონირებდა სანახშირე ორმოები, სადაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა ნახშირის წვა. ტერიტორიაზე ნაპოვნია 5 მ3 უკანონოდ მოპოვებული შეშა. კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ადგილზე 5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.
გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, უკანონოდ მოქმედ 8 სანახშირე ორმოს გაუკეთდა დემონტაჟი.

ბეჭდვა