ე.წ. ციანიდის საქმეზე მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს, ბრალდებული
დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატები, სავარაუდოდ, დღეს გაასაჩივრებენ.
როგორც დეკანოზის ადვოკატი აცხადებეს, დაცვის მხარე გადაწყვეტლებას არც ერთ ნაწილში არ ეთანხმება, ამიტომ ასაჩივრებს მას.
„პროკურატურა აბსურდულ რაღაცას ამტკიცებდა, ანგარების მოტივს, უფრო ალოგიკური იყო ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება, როდესაც შურისძიებაზე გადააკვალიფიცირა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ერთ ნაწილში არ ვეთანხმებით გადაწყვეტილებას, არც დასაბუთების ნაწილში და ვასაჩივრებთ მას“- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლემ პროკურატურის ბრალის კვალიფიკაცია - ანგარების მიზნით მკვლელობის მომზადება შეცვალა და შურისძიების მოტივით ჩაააცვლა.
