იტალიასა და თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
იტალიასა და თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
10:11 03.07.2012
ქურდობის ბრალდებით, სტამბოლში პოლიციამ საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა.
სამართალდამცავები მათ მაღაზიებიდან  ნივთების ქურდობაში ედავებიან. ეჭვმიტანილებს მოპარული ნივთები სავაჭრო ცენტრებიდან სპეციალური ჩანთებით გამოჰქონდათ, რასაც დეტექტორები ვერ აფიქსირებდნენ.
ქართველები ერთ-ერთი მაღაზიიდან 450 აშშ დოლარის ღირებულების ტყავის ქურთუკის მოპარვის შემდეგ დააკავეს. ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
სამართალდაცველები მათ გვარებს არ ახმაურებენ. 19, 47 და 40 წლის სამივე მამაკაცი სასამართლოს წინაშე უახლოეს დღეებში წარსდგება.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს იტალიაში. მას ბრალი მაღაზიიდან ნივთების ქურდობაში ედება. დაკავებულს 200 აშშ დოლარის ღირებულების ნაქურდალი ტექნიკა უპოვეს.
იტალიურმა პოლიციამ ევროპის ჩემპიონატის პარალელურად უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაიწყო. სწორედ აღნიშნული შინაარსის შემოწმების დროს დააკავეს საქართველოს მოქალაქეც.

ბეჭდვა