“სადახლოზე” არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
“სადახლოზე” არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
15:00 02.10.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 30600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. რუსეთის მოქალაქე გ.ნ-ს, არადეკლარირებულ სიგარეტთან ერთად, საზღვარზე, უკანონოდ, სხვადასხვა დასახელების კონიაკი (ჯამში 20,2 ლიტრი) გადმოჰქონდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბეჭდვა