“სარფში” არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
“სარფში” არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
17:39 29.09.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე, ნ.ვ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს საიუელირო ნაკეთობები (საერთო წონა 344.3 გრ.) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 20,764.73 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძეიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გადაეცა.

ბეჭდვა