„წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
 „წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
16:58 29.09.2017

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე

ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების, ს.ნ-სა და ჰ.შ-ს კუთვნილი ავტომობილისა და ბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული 2 ცალი ოქროს საათი (საერთო წონა 242,81გრ.) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  23,000 ლარი შეადგინა.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  ფიანანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბეჭდვა