შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
09:44 29.09.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული დ.ს. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 604 აბი ნარკოტიკული საშუალების ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, დ.ს.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს გულისხმობს.


ბეჭდვა