მამა გიორგი მამალაძემ, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზეა ბრალდებული, შიმშილობა დაიწყო.
პროტესტის ნიშნად დეკანოზმა საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც ახლობლებთან სატელეფონო კავშირი ვერ განახორციელა.
როგორც მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ის რომ დეკანოზმა ახლობლებთან დაკავშირება ვერ შეძლო მიზანმიმართულად მოხდა.
„ეს მიზანმიმართული იყო, გარკვეულწილად, იმიტომ, რომ შეიძლება ერთ ნომერთან ვერ ხდებოდეს კავშირი, მაგრამ ოთხ ნომერთან, ეს არის სპეციალურად გაკეთებული. თუ გავითვალისწინებთ, საუბარი არასდროს არ ყოფილა, რომ ოდესმე სატელეფონო კავშირზე პრობლემა ყოფილიყო. ამის შემდეგ, მამა გიორგიმ უარი თქვა საკვების მიღებაზე და წამლებზეც უარი განაცხადა. შესაბამისად, შედგა ოქმი და ოქმი, როდესაც მოიტანეს ხელმოსაწერად, იქ არ იყო მითითებული, თუ რის საფუძველზე იყო გადაწყვეტილება მიღებული მამა გიორგის მხრიდან“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მოზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა- შენახვაში 18, 108-ე მუხლითა და 236 -ე მუხლის მეორე ნაწილით დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
