საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარ აფეთქებას ერთი მესაზღვრის სიცოცხლე შეეწირა
საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარ აფეთქებას ერთი მესაზღვრის სიცოცხლე შეეწირა
12:14 26.09.2017
ლაგოდეხის N5 სამმართველოში, რომელიც დაღესტნის მონაკვეთს აკონტროლებს, აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად, ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
აფეთქების მიზეზად გაზის ბალონის აფეთქება სახელდება.
„ბიჭები იყვნენ მაღლა, დაღესტნის საზღვართან კარავში და შეშის ღუმელი ენთოთ. მის გვერიდთ გაზის 4 ლიკოიანი ბალონი მდგარა და ალაბთ ის გახურდა და აფეთქდა. რომელიც მასთან ახლოს იწვა, ის დაიღუპა და სამი დაშავდა“-განაცხადა ერთ-ერთმა მესაზღვრემ.
დაშავებული ორი მესაზღვრე დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ბეჭდვა