შემთხვევითი გასროლით სიძემ ცოლის ძმა მოკლა
 შემთხვევითი გასროლით სიძემ ცოლის ძმა მოკლა
10:51 26.09.2017
გარდაბანში სიძემ ცოლის ძმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი შემთხვევითი გასროლის შედეგად, თოფის წმენდისას მოხდა. 32 წლის მამაკაცს ტყვია მუცლის არეში მოხვდა და ადგილზევე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პირი, რომელსაც იარაღი გაუვარდა, დაკავებულია.

ბეჭდვა