თბილისის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის
ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ექიმების ინფორმაციით, 3წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დაზიანებები საკმაოდ სერიოზულია.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, დილით მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა დირექტორს და ორ თანამშრომელს.
