საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე
ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე, ჰ.ზ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 95.23 გრ.) აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11,474.18 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11,474.18 ლარის ოდენობით შეეფარდა.
