თბილისში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა
დილის 10:00 საათზე მოხდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
ბაღის დირექტორის განმარტებით, ბავშვი ინკლუზიურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა და მას აღნიშნულის მცდელობა ადრეც ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, ბავშვთან აღმზრდელები იმყოფებოდნენ, ამიტომ რთული სათქმელია როგორ მოხდა ინციდენტი.
მისივე განმარტებით, აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
