თელავის რაიონის სოფელ შალაურში სამი მამაკაცი დაჭრეს. დაზიანებები მათ ცივი იარაღით
თანასოფლელმა მიაყენა. წინასწარი ცნობით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.
ორ მათგანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების განცხადებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე გუშინვე დააკავა.
