რუსთაველზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს
რუსთაველზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს
10:23 25.09.2017
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით ერთ- ერთი რესტორნის წინ მოხდა. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ორ მათგანს კი ქირურგიული ოპერაცია გვიან ღამითვე ჩაუტარდა.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა