წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესში რამდენიმე ვერტმფრენი ჩაერთო
წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესში რამდენიმე ვერტმფრენი ჩაერთო
10:13 25.09.2017
წაღვერის ტყეში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთი ქართული, ერთი აზერბაიჯანული და 2 თურქული ვერტმფრენი ჩაერთო. ისინი იმ ადგილებში მუშაობენ, რომლებიც მეხანძრეებისთვის მიუვალია.
ტერიტორიაზე ხანძრის ღია კერები აღარ არის.
„რამდენიმე კერა ლოკალიზებულია და დარჩა რამდენიმე ადგილი, სადაც ცეცხლი არაა, უბრალოდ ამოდის კვამლი და ადგილის დამუშავებაა საჭირო. ვერტმფრენი იმ მიუვალ ადგილებში გვეხმარება, სადაც ხალხის მისვლა შეუძლებელია. გამოძიება დაიწყო და ყველაფერს პასუხი გაეცემა“-განაცხადა შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ.

ბეჭდვა