წაღვერის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი კვლავ რამდენიმე კვირის წინ დამწვარი ტყის
ტერიტორიას გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული. ამ ეტაპზე ვერტმფრენები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული არაა.
„კერა დაახლოებით ერთი საათის წინ, ნახანძრალ ტერიტორიაზე გაჩნდა. მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო - სამაშველო მანქანები; საქმის კურსშია შინაგან საქმეთა სამინიტრო; ვერტმფრენებიც მალე იქნება გამოგზავნილი. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება. მასშტაბებს და მიზეზებს ალბათ, მალე დავადგენთ“-განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.
