საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
13:13 22.09.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უცხოური წარმოების ჯამში 160 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდეითვალისწინებს.


ბეჭდვა