„სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
„სარფში“  არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
14:03 21.09.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის დ.ზ-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 580 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
ფინიანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

ბეჭდვა