შსს-მ ერთ-ერთი მედიასაშუალების ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტი გახსნა
შსს-მ ერთ-ერთი მედიასაშუალების ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტი გახსნა
11:32 21.09.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.
საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გამოავლინეს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ჩამდენი პირი - თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები, 1999 წელს დაბადებული ე.მ.
პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბეჭდვა