ყალბი აქციზური მარკის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ყალბი აქციზური მარკის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11:12 21.09.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელის ნიშანდებისათვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით - 3 144 ცალი ყალბი აქციზური მარკა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 - ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 4 - დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





ბეჭდვა