საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე
ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, გ.თ-ს კუთვნილი ხელბარგის სკანერით დათვალიერების შედეგად, 16 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6,757 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6,757 ლარის ოდენობით შეეფარდა.
