ლაგუნა ვერეს მოპირდაპირე მხარეს ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო.
ხანძრის ლოკალიზება უკვე მოხდა, თუმცა ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფები კვლავ რჩებიან.
ჯერ-ჯერობით ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა თვითმხილველთა განცხადებით, ხანძარი, სავარაუდოდ, დაუდევრად გადაგდებულმა სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია.
