თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ ცეცხლსაროლი იარაღით, შემდეგ კი დანით დაჭრეს
თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ ცეცხლსაროლი იარაღით, შემდეგ კი დანით დაჭრეს
15:19 19.09.2017
თბილისში, თემქაზე დაახლოებით 26 წლის მამაკაცი დაჭრეს.
დაშავებულს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი ჭრილობა დანით მიაყენეს.
ინციდენტი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან მოხდა. დაზარალებული შემთხვევის დროს გოგონასთან ერთად იმყოფება.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლამდე დაჭრილსა და სავარაუდო ბრალდებულს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.
დაჭრილი ამ დროისთვის თემქის #5 საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მას ოპერაცია უტარდება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ცივი იარაღით დაზიანებას გულისხმობს.

ბეჭდვა