ლადო სადღობელაშვილი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა
 ლადო სადღობელაშვილი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა
14:31 18.09.2017
ე.წ. ქართული მარშის ერთ-ერთ ლიდერს, ლადო სადღობელაშვილს სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
თანხა სადღობელაშვილმა ერთი კვირის ვადაში უნდა გადაიხადოს.
სადღობელაშვილი დამნაშავედ მხოლოდ ბრალდების პირველ ნაწილში, ანუ პოლიციის დაუმორჩილებლობაში ცნეს, ხოლო წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ბრალდება მოუხსნეს.
შეგახსენებთ, რომ სადღობელაშვილი 12 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან ინციდენტისას დააკავეს.


ბეჭდვა