ქსნის #15-ე დაწესებულებასთან აქცია გაიმართება
ქსნის #15-ე დაწესებულებასთან აქცია გაიმართება
09:16 02.07.2012
ქსნის #15-ე დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით, „სამოქალაქო სოლიდარობის“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღეს, 17:00 საათზე, ქსნის #15 დაწესებულებასთან ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ პატიმრებზე ზეწოლას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ.

ქსნის #15-ე დაწესებულების 700-მდე მსჯავრდებულმა საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს, სადაც ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია და თანამშრომლები მათ მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებენ.

ამასთან, მსჯავრდებულები კონკრეტულ პირებს ასახელებენ, რომლებიც მათ მიმართ განხორცილებულ უკანონო ქმედებებში მონაწილეობდნენ. ესენი არიან - ქსნის #15-ე დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა, მისი მოადგილე ლევან ლეჟავა, ასევე, დიმა ჩხეიძე, გელა იოსავა, ვინმე ფარჯანაძე, უჩა, კახა და დიმა.


ბეჭდვა