ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო მანქანის მძღოლი გარდაიცვალა
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო მანქანის მძღოლი გარდაიცვალა
18:29 14.09.2017
გურიაში, სოფელ ლანჩხუთში უბედური შემთხვევა მოხდა. ავტომაგისტრალის შუხუთის მონაკვეთზე სატვირთო მანქანა არხში გადავარდა, რის შედეგადად მძღოლი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთოს საბურავს გაუჩნდა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ბეჭდვა