ეჭვიანობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ეჭვიანობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
12:53 14.09.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ი.ხ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დამნაშავედ სცნო.
ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 10.00 საათზე ი.ხ.-მ ქ.თბილისში, გიორგი მინდელის სახელობის საავტომობილო ხიდის ქვეშ, ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის არეში ესროლა საკუთარ ავტომანქანაში მჯდომ ი.უ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად ი.უ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ხ. 12 აპრილს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ხ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“-ნათქვამია განცხადებაში.



ბეჭდვა