შავნაბადას მამათა მონასტერში კელია დაიწვა
 შავნაბადას მამათა მონასტერში კელია დაიწვა
12:45 14.09.2017
შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კელიას ცეცხლი გაუჩნდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე მეხანძრე მაშველები გარკვეულ კერებთან უსაფრთხოების მიზნით კვლავ მუშაობენ.
ცეცხლის შედეგად სულ 4 კელია დაიწვა, სადაც ბერები ცხოვრობენ. ასევე დაიწვა ბიბლიოთეკის ნაწილიც.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ცეცხლი კელიას, სავარაუდოდ, დანთებული სანთლიდან მოედო.

ბეჭდვა