ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს
 ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს
12:01 14.09.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დააკავეს.


ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, ქალაქ ბათუმში, ფიზიკურ პირზე ყალბი ფული - 3 000 აშშ დოლარი გაასაღა.

უწყების ინფორმაციითვე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 30 ცალი 100-დოლარიანი ყალბი კუპიურა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.






ბეჭდვა