„საქართველოს ბაკის“ ფილიალში შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა
„საქართველოს ბაკის“ ფილიალში შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა
17:20 12.09.2017
თბილისში, წერეთლის გამზირზე, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა დაახლოებით15:00 საათზე მოხდა.
ბანკში შეჭრილი პირი ადგილზე ოპერატიულად მისული პოლიციის ჯგუფის ბრძანებას ჩაბარების შესახებ, არ დაემორჩილა და თავი მოიკლა.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბეჭდვა