შსს-ს მაშველებმა მყინვარწვერზე ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს
შსს-ს მაშველებმა მყინვარწვერზე ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს
15:34 12.09.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები ყაზბეგში, მყინვარწვერზე დაზარალებულ ტურისტს დაეხმარნენ.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგში, მყინვარწვერზე მყოფ ტურისტს, რომელსაც ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნებოდა, დახმარება ესაჭიროებოდა.

მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამთო მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

4 500 მეტრ სიმაღლეზე მყოფი უცხოელი ტურისტი, რთული რელიეფის მიუხედავად, საკაცით ვერტმფრენამდე უსაფრთხოდ მიიყვანეს.

სამაშველო ჯგუფთან ერთად, ექიმიც იმყოფებოდა, რომელმაც დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია.

შსს-ს სამთო მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, უცხოელი ტურისტი ყაზბეგის საავადმყოფოში უვნებლად გადაიყვანეს.



ბეჭდვა