უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს
 უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს
11:12 11.09.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, ორი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, ზუგდიდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 13 377 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 37 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6 დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .



ბეჭდვა