შსს-მ აჭარაში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შსს-მ აჭარაში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
12:52 10.09.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აჭარაში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე პრიმა-2 მუხლის 4 ნაწილით მიმდინარეობს.

ბეჭდვა