შიდა ქართლში 60 ძირი ნაძვის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს
შიდა ქართლში 60 ძირი ნაძვის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს
15:00 08.09.2017
ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივი ღონისძიების შედეგად, შიდა ქართლის რეგიონის, ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაკალათუბანის მიმდებარედ, სურამთან ახლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დაახლოებით 60 ძირი ნაძვის, უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
ამ დროისათვის, ადგილზე რჩებიან უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ტერიტორიის აღწერას და გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებას აწარმოებენ.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის ორგანოებს გადაეგზვნებათ.




ბეჭდვა