გურჯაანი-ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
გურჯაანი-ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
10:29 08.09.2017
გურჯაანი-ბაკურციხე-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე "ტოიოტასა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ძლიერი დარტყმის გამო "ტოიოტას" მარკის ავტომობილი მოცურდა, ბოძს შეეჯახა და წააქცია.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.


ბეჭდვა