საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილტა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით,
სასამართლო პროცესისთვის უმჯობესი იქნება, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სხდომებს დაესწრება.
მინისტრი თქმითვე, კარგი იქნება, თუ სააკაშვილი სასამართლოში ნებით გამოცხადდება.
"ზოგადად ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს და სასამართლოში პროცესი მიდის, დაესწრება სასამართლო პროცესს, რადგან ეს მისი დაცვისთვისაც და გამოძიებისთვისაც კარგი იქნება. ასე რომ, თუ თავისი ნებით გამოცხადდება სასამართლოში, სამართლიანობის აღსრულებისთვისაც კარგი იქნება"-აღნიშნა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით ოფიციალური დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა.
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სერგეი პეტუხოვის განცხადებით, დოკუმენტში საუბარი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და ექსტრადირებაზეა.
