დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც EBRD-ს პრეზინდენტმა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისას გააკეთა
 დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც EBRD-ს პრეზინდენტმა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისას გააკეთა
14:18 07.09.2017
ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შეფასებისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც საქართველოში ვიზიტისას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ, როგორც ეკონომიკური გუნდის, ისე ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შეფასებისას გააკეთა“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხდა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ქვეყანა EBRD-სგან 25 წლის განმავლობაში იღებს.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბანკს იმ თანამშრომლობისათვის, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ მათგან. როგორც აღინიშნა, ბანკის მხრიდან 200-ზე მეტი პროექტია დაფინანსებული. ეს არის სამ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ პროგრესს, რაც ქვეყანას ბოლო პერიოდში აქვს.




ბეჭდვა